ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
დღეს დილიდან წყალი არ მიეწოდება ხიდისთავს და ჭაჭიეთს.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა, დაზიანებულია წყლის ცენტრალური მაგისტრალი.
“ყინვამ დააზიანა წყლის ცენტრალური მაგისტრალი. მოსახლეობას წყლის მიწოდება დილით აღუდგება”,_ გვითხრა მათითაიშვილმა.