საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1784 ადამიანს დაუდასტურდა, 4119 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 200 339-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2352 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 396 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5701 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1464 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.