ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსის 1323 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გარდაცვლილია 14 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1076 ადამიანი.
იზოლაციაშია 631 ადამიანი, მოეხსნა 36-ს.