მეტეოროლოგები ახალი წლის დღეს საქართველოში თოვლს არ პროგნოზირებენ.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, რომ საქართელოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
„მთელ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეს.
დაბლობ და სანაპირო რაიონებში 16 გრადუსამდე სითბო ფიქსირდება. ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს 1-2 გრადუსით. მთიან რაიონებში 10 გრადუსამდე სითბო და მაღალ მთაშიც +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა შიდა ქართლშია ცოტა მეტი მოსალოდნელი +11, 13 გრადუსი ახალი წლის ჩათვლით. ახალი წლის დასაწყისშიც იანვრის 1-2-ში მაღალი ტემპერატურა ნარჩუდება 12-13 გრადუსი.
დედაქალაქში იქნება 1-2 გრადუსით ნაკლები +6-სა და +10 გრადუსს შორის 31 დეკემბრის ჩათვლით.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც +5, +7 გრადუსი სითბო იქნება მოსალოდნელი, მაღალ მთაში +1, +6 გრადუსამდე იქნება.
ღამით უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში დარჩება ყინვები, დედაქალაქში ამაღამაც -2 გრადუსი იქნება. 31 დეკემბრის ჩათვლით -1-სა და +1-ს შორის იქნება მინიმალური ტემპერატურა.
მთებში დაახლოებით 7 გრადუსი ყინვა და მაღალ მთაში 7-9 გრადუსი.
დღისით მზიანი ამინდი იქნება, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში და კახეთში მოსალოდელია ცალკეულ დღეებში მოღრუბლულობა უნალექოდ”,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.