ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში კოროავირუსის 2285 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1716 ადამიანი, გარდაცვლილია 23.
აქტიური შემთხვევაა 546. ინფიცირებული პაციენტებიდან მკურნალობას სტაციონარში 69, საკარანტინე სივცრეში 83, ბინაზე კი 394 ადამიანი გადის.
თვითიზოლაციაში 69 ადამიანია.