თბილისში სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩაზე) სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
დღეს ჩემპიონატში გურიიდან 20 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ფინალში 60 კგ. წონაში ოზურგეთელი სპორტსმენი ირაკლი ძიმისტარიშვილი შეხვდა – გიზო მელაძეს (აჭარა). ჩემპიონი კი ირაკლი ძიმისტარაშვილია და ამ გამარჯვებით მან ოქროს მედალი მოიპოვა.