მერწყული
ახალი წელი მერწყულის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. უფრო მეტიც, ქალი-მერწყული ერთადერთია, ვინც მართლა უდიდეს სიამოვნებას იღებს ახალი წლის მოსვლისგან, რადგან ის სწორად ემზადება საახალწლოდ: დეკემბრის დასაწყისშივე ადგენს მეგობრების სიას და სათითაოდ ყველას ურეკავს. შემდეგ რჩება არჩევანის გაკეთება, ვისთან მივიდეს სტუმრად ახალი წლის ღამეს. ჰო, მერწყული თითქმის ყოველთვის აგვიანებს, რადგან პირველ რიგში, ასეა მიღებული, მეორეც – სამზადისში მონაწილეობის მიღება არ მოუწევს.
თხის რქა
თხის რქა ვერ იტანს ახალ წელს და ეს გასაკვირიც არ არის. ყველა ზეიმობს, მხოლოდ თხის რქაა მოწყენილი: ისევ ყველას დაავიწყდა მისი დაბადების დღე. ან არ დაავიწყდათ, მაგრამ არაფერი აჩუქეს. იმიტომ, რომ ახალ წლამდე აზრი არ აქვს, დღესასწაულების შემდეგ კი ფული აღარავის აქვს. ამიტომაც თხის რქა ახალი წლისთვის არ ემზადება, სადღესასწაულო ღამეს კი სადღაც, კუთხეში ზის და შორიდან აკვირდება მხიარულებას.
თევზები
თევზები ყოველ წელს ცდილობენ იდეალური ახალი წლის ღამის მოწყობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოსდით, რადგან ვიღაც აუცილებლად მოვა ჯინსებში და არა საღამოს კაბაში, ვიღაც კი აუცილებლად იკითხავს, რატომ არ არის სუფრაზე საცივი და გოზინაყი, ზოგიერთი კი ისე დათვრება, მთელ ღამეს ჩააშხამებს. ამიტომაც თევზს გადაწყვეტილი აქვს, რომ დაძაბვა არ ღირს: მაინც ვიღაც რაღაცას აუცილებლად გააფუჭებს. მაგრამ იდეალური კაბა, რა თქმა უნდა, აუცილებლად საყიდელია. მაკიაჟი ხომ საერთოდ, უნაკლო უნდა იყოს. დანარჩენი თავისით მოგვარდება.
ვერძი
31 დეკემბერს ვერძი გაიღვიძებს ყვირილით: “ვაიმე, უკვე?!”. საქმა ისაა, რომ ყოველი ახალი წელი ვერძისთვის მოულოდნელად დგება: რა დროს ახალი წელია, როცა სამსახურში ამდენი საქმეა?! სწორედ ამიტომაც საახალწლო სამზადისი ვერძის გარეშე მიმდინარეობს. სამაგიეროდ, ახალი წლის ღამე ვერძის გარეშე უაზრობაა. სწორედ ამ ღამეს ვერძი მთელი 364 დღის ნამუშევარს ამოიღებს და თავდავიწყებას მიეცემა. დილით კი, როცა წინა ღამით ჩადენილ გმირობებზე მოუყვებიან, ის იტყვის: “რას ამბობთ, ასეთ რამეს მე როგორ გავაკეთებდი?!”
თხის რქა
თხის რქა ვერ იტანს ახალ წელს და ეს გასაკვირიც არ არის. ყველა ზეიმობს, მხოლოდ თხის რქაა მოწყენილი: ისევ ყველას დაავიწყდა მისი დაბადების დღე. ან არ დაავიწყდათ, მაგრამ არაფერი აჩუქეს. იმიტომ, რომ ახალ წლამდე აზრი არ აქვს, დღესასწაულების შემდეგ კი ფული აღარავის აქვს. ამიტომაც თხის რქა ახალი წლისთვის არ ემზადება, სადღესასწაულო ღამეს კი სადღაც, კუთხეში ზის და შორიდან აკვირდება მხიარულებას.
კურო
კუროსთვის ახალი წელი ტრადიციული და ძალიან საპასუხისმგებლო დღესასწაულია. ამიტომაც 1-ელ დეკემბერს რომ დაიწყებს სალათის ინგრედიენტების ყიდვას, 25-ში სახლის მორთვაც დამთავრებული აქვს და საჩუქრებიც ჩალაგებული. თუმცა, 31 დეკემბერს ის მაინც ფეხზე ვერ დგას დაღლილობისგან: სუფრაზე ხომ მინიმუმ 5 სალათა უნდა იდოს; არა, რვა ჯობია. საღამოს კურო ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მიიწვევს ოჯახის წევრებს და უცებ ხვდება, რომ ცხოვრების ამ დღესასწაულზე ის სრულიად უცხოა, რადგან ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი და გემრიელია, მაგრამ ისე აღარ არის, როგორც მის ბავშვობაში. ირგვლივ მხოლოდ ფარსია!
ტყუპი
ტყუპი გიჟდება ახალ წელზე, მაგრამ თვლის, რომ არავინ იცის ამ დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნა. სწორედ ამიტომაც ტყუპი ყველასგან მალულად გეგმავს ახალი წლის ღამის სცენარს, რომელშიც აუცილებლად ჩართავს კონკურსებს. მთავარიამონდომება, თორემ გაერთობა თუ არა ვინმე, ამას მნიშვნელობა არ აქვს…
კირჩხიბი
კირჩხიბი თვლის, რომ ახალი წელი მხოლოდ და მხოლოდ საოჯახო დღესასწაულია. ამიტომაც მას აზრადაც კი არ მოუვა აღნიშნოს ის რესტორანსა თუ კლუბში. არა, მხოლოდ სახლში! ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუკი კირჩხიბი ახალი წლის ღამეს ვინმეს სტუმრად დაპატიჟებს, ესე იგი, მას ოჯახის წევრად თვლის. ამიტომაც არც გაბედოთ, რომ არ მიხვიდეთ. კირჩხიბი საშინლად გაბრაზდება და ამის გამო დიდხანს იდარდებს. სწორედ ამიტომაც ახალ წელს კირჩხიბის ყველა ახლობელი იტანჯება: კირჩხიბი დარწმუნებულია, რომ ზარების დარეკვის შემდეგ ყველა უნდა დაჯდეს სუფრასთან, წარმოთქვას სადღეგრძელოები და უყუროს ტელევიზორს, სულ ეს არის.
ლომი
ლომს ახალ წელს ერთადერთი მიზანი აქვს – იბრწყინოს. თუმცა, ეს სურს ლომს წლის ნებისმიერ დღეს. მაგრამ ახალი წლის ღამეს ლომ ქალბატონებს საყოველთაო მხიარულებისა და სიხარულის ფონზე ბრწყინვა სურთ. ამიტომაც ლომის სტუმრებს მოუწევთ იცეკვონ და იცინონ, სურთ თუ არა მათ ეს, მაინც. და ვინც იყალთაბანდებს, ლომი მას თავპირს გაუერთიანებს. ყოველ შემთხვევაში, დაჰპირდება ამას.
ქალწული
ქალწული ვერ იტანს ახალ წელს. ჯერ ერთი, ეს უაზრო ფულის ხარჯვაა; მეორეც, საერთოდ არ ესმის ამ დღესასწაულის არსი: დიდი ამბავი, რაღაც რიცხვია; მესამეც, ქალწულმა იცის, რომ ღამით ჭამა მავნებელია, ხოლო მაიონეზის ჭამა საერთოდ არ შეიძლება, შხამია! შწორედ ამიტომაც ქალწული ზრდილობის გამო იჯდება ღამის პირველ საათამდე, შემდეგ კი წავა დასაძინებლად. ზეიმი დილით იქნება, მაშინ, როცა ქალწული დაუნდობლად გააღვიძებს ოჯახის ყველა წევრს დილის 7 საათზე სიხარულის შეძახილებით: “ვაშაა, თოვლი მოსულა! წავიდეთ, ვიგუნდაოთ!”. საერთოდაც, ქალწული მხოლოდ იმიტომ არის გადარჩენილი, რომ საცოდავ ნათესავებს ძალა არ ჰყოფნით მის შუაზე გასაგლეჯად.
სასწორი
სასწორი ახალ წელს დეპრესიაში ვარდება, რადგან ის ჯადოსნურ ზღაპარს ელოდა და ჩვეულებრივი, მოსაწყენი ლოთობა მიიღო. საერთოდ არ ჰგავდა ეს ლამაზ საახალწლო ღამეს ფილმიდან. ამიტომაც სასწორი ახალი წლის ღამეს სპარტფონით ხელში ხვდება: “ინსტაგრამზე” ახალი წლის ღამეს საოცარ სილამაზეებს დებენ – კადრირებულსა და გაფილტრულს. ნეტავ ცხოვრებაშიც ასე ხდებოდეს.
მორიელი
მორიელი თავს ისე მოგაჩვენებთ, თითქოს ახალ წელს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომაც ქალბატონ მორიელს ნუ დააძალებთ, მოიკაზმოს და გამოვიდეს ახალი წლის სუფრასთან. ის, რა თქმა უნდა, მოვა, მაგრამ სულ ბოლოს. მხიარულებასაც ბოლოს დაიწყებს, როცა აირჩევს მსხვერპლს, დაათრობს და სისულელეების ჩადენას აიძულებს. ეს პატარა ადამიანები ისეთი სასაცილოები არიან!
მშვილდოსანი
მშვილდოსანი დარწმუნებულია, რომ ტრადიციული ახალი წელი – საშინლად მოსაწყენი რამ არის: რა აზრი აქვს იჯდე სახლში, ჭამო და უყურო ტელევიზორს? სწორედ ამიტომაც, 12-ს როგორც კი ჩამოკრავს, მშვილდოსანი სახლიდან აორთქლდება. დილით კი დაბრუნდება: ძალიან ბედნიერი და თითქოს, სრულიად ფხიზელი. მეზობლები კი გაოცებულები იკითხავენ, ეს თოვლის ბებო საიდან მოვიდა? მათ ხომ არ გამოუძახიათ.