ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 ადამიანი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 32, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 071, აჭარაში – 370, იმერეთში – 778. ამ ეტაპზე 897 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 1 049 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68.
სულ 6 ოქტომბრიდან – 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 161 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 468 პირი, აჭარაში – 2 102, იმერეთში – 3 036.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.