იუნესკოს მიერ დაწესებულ, მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
წლის მიწურულს, იგი, ასევე, საპატიო სიგელით დააჯილდოვა ამერიკის მეცნიერებათა აკადემიამ, უცხოეთში გამოქვეყნებული შრომებისა და თვალსაჩინო მიღწევებისთვის.
„მიუხედავად სირთულისა, ეს წელი გარკვეული პოზიტივებითაც დასრულდა…
– დიდი მადლობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის სრულ კოლექტივს და პერსონალურად ჩემს რეკომენდატორებს: აკადემიკოსებს გიორგი კვესიტაძეს და ნოდარ მითაგვარიას,
– დიდი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების განვითარების ასოციაციას (AAAS), პროფესორებს: სუდიპ პარიხს, რობერტ ჰოფმანს და კლიფორდ ჰუდისს.
– დიდი მადლობა პარიზის, გუსტავ რუსის ინსტიტუტის პროფესორებს: ჟან–ჩარლი სორიას, ფაბრის ანდრეს, კარიმ ფიზაზის და ჟან–ჰენრი ბურჰისს.
– დიდი მადლობა პროფესორ პეტერს სოლანჟს
– დიდი მადლობა ჩვენს/ჩემს ექიმებს, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სრულ კოლექტივს და ჩემს ონკოლოგებს და ჰემატოლოგებს: ქალბატონ ფატი რევაზიშვილს, ქალბატონ მაია მაისურაძეს, ქალბატონ თეა ვაწაძეს, ქალბატონ ნათია დვალს, ასევე კლინიკის უკლებლივ ყველა თანამშრომელს
– განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პაციენტებს!
– და განსაკუთრებით გამორჩეულად დიდი მადლობა ჩემს პროფესორებს: ქალბატონ გაიანე სიმონიას და ქალბატონ დინარა კასრაძეს საუკეთესო რეკომენდაციებისათვის და ზოგადად ყველაფრისათვის
ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ქრისტესშობას, სიმშვიდე, ჯანმრთელობა და ნაკლები ტკივილი მოეტანოს! “ _ წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე თავართქილაძე.
„გურია ნიუსი“ კვლავ ახალ გამარჯვებებს უსურვებს წარმატებებს ჩვეულ ექიმს, ცნობილ ახალგაზრდა პროფესორს, წარმოშობით ოზურგეთელს, ალექსანდრე თავართქილაძეს, რომელმაც თავისი მიღწევებით მსოფლიო აალაპარაკა.
ამავე თემაზე: ალექსანდრე თავართქილაძე: „აქტივირებული უჯრედების გადანერგვა, ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაა“
38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაში