სამტრედიის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 4 შემთხვევა დადასტურდა. დადებითი პასუხების სიმცირეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა თევზაძე დაავადების კლებას არ უკავშირებს.
,,მართალია, სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებული მხოლოდ 4 ადამიანი გამოვლინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში დაავადების მეტი შემთხვევა არ გვაქვს. ეს დასვენების დღეებით არის განპირობებული. ამ დროისთვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების სულ 2786 დადასტურებული შემთხვევაა. თვითიზოლაციაში 287 პირი იმყოფება. გვიფიქსირდება გარდაცვალების 30 შემთხვევა. ქალაქში გავრცელებულ ინფორმაციას, სწრაფი ტესტების დეფიციტზე, არ ვადასტურებ. ამ დროისთვის ცენტრს გამართულად მუშაობის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი”, _ ამბობს ,,გურია ნიუსთან” საუბრისას მარინა თევზაძე.