ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია ზუგდიდში, სოფელ დავითიანში. როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა, ეკატერინე აბაკელიამ განუცხადა, ცეცხლი თავდაპირველად ეკალ-ბარდებს წაეიკიდა და შემდეგ თხილის პლანტაციებს გადაედო.
ამ დროისთვის ადგილზე სამი სახანძროა და კიდევ ელოდებიან. ამასთან, არსებოს საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტზე გადავიდეს.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.