“აკეთი-გაგური-ჭანჭათის (ზუსტად არ ვიცი, რომელს ეკუთვნის) ტერიტორიაზე რამდენიმე საათი იყო დიდი ხანძარი, ახლაც არაა ჩამქრალი, ვინმემ რამე იცით, რა მოხდა?” _ ამის შესახებ ფეისბუქზე ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მისაღებად “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა.
როგორც უწყებაში გვუითხრეს, ამ ეტაპზე გურიაში ხანძრის აქტიური კერა არ რჩება.
“გუშინ გურიის რეგიონში ხანძრის 7 კერა დაფიქსირდა. ცეცხლი, ძირითადად, ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ყველგან ლიკვიდირებულია. ამ ეტაპისთვის, გურიაში ხანძრის აქტიური კერა გურიაში არ რჩება”, _ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.