კოვიდ19-ით დაინფიცირების 38 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში, წინა დღის მაჩვენებელზე თითქმის 9-ჯერ მეტი.
უკვე გასაგებია, რატომ არ აძლევდა სიმშვიდის საფუძველს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელობას წინა დღის ციფრი, 4 დადებითი შემთხვევა, სიმშვიდის საფუძველს არ აძლევდა.
,,დღეის მდგომარეობით, კოვიდ 19-ით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 38 ახალი ინფიცირებული გვყავს. წინა დღის მაჩვენებელზე თითქმის 9-ჯერ გაზრდილი ციფრი მივიღეთ. სულ 2824 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათგან გამოჯანმრთელდა 2135 მოქალაქე, თვითიზოლაციაში რჩება 287 პირი. სამწუხაროდ, 30-ია გარდაცვლილი”, _ “გურია ნიუსს” ბოლო ინფორმაციით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის წარმომადგენელი დაუკავშირდა.