ერთ-ერთ რეგიონში დღეს დილით გარდაცვლილი მამაკაცის დედამ ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა.
“საშინელი ტრაგედია დატრიალდა. დღეს დილით შვილი ნახა გარდაცვლილი, ვენები ჰქონია გადაჭრილი. ცოტა ხნის წინ ქალმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა და წნევის წამლები დალია. ის ამჟამად, საავადმყოფოში იმყოფება.10 წლის წინაც დატრიალდა ოჯახში ტრაგედია და შვილი დაეღუპა. ვიწვით ამ ქალის სსაცოდაობით“, _ გვეუბნება წყარო.
ცნობისთვის, დღეს დილით 54 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა, მან ვენები გადაიჭრა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში დედამ ნახა.