ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში, სადაც ცეცხლი მიუვალ ადგილებში გაჩნდა, რაც ხანძრის ქრობის პროცესს ართულებს.
იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში იყო, სადაც მოსახლეობაში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა.
ადგილზე 40-ზე მეტი მეხანძრე მაშველი მუშაობდა და ხანძრის ლოკალიზება მათი ძალისხმევით დროულად მოხერხდა.