https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ აღნიშნავენ ქრისტეშობის დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

13:01; 6.01.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული  დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს ხორციელად დაბადების დღის აღსანიშნავად დაწესდა. მართმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას გრიგორიანური კალენდრით  7 იანვარს აღნიშნავს. საქართველოს ყველა კუთხეში შობის დღესასწაულს განსხვავებული ტრადიციებით ხვდებიან. ტრადიციებმა წლებთან ერთად სახე იცვალა ან საერთო  დაიკარგა. თუმცა, დღემდეა შემორჩენილი ,,ალილოს“ სიმღერის ტრადიცია, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს.

 ,,ალილოს“ ტრადიცია საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ და 1990 წელს მისმა უწმინდესობამ ილია II-მ აღადგინა. დღესდღეობით, „ალილოს“ ასრულებენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც ეკლესიის მრევლი უერთდება „ალილოს“ მსვლელობას.

„ალილო“  ქართული საწესო სიმღერაა, რომელიც სრულდება შობის წინა ღამეს. იკრიბებოდა  სულ ცოტა სამი კაცი (რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოივლიდნენ  თითოეულ ოჯახში და სიმღერით ულოცავდნენ  დღესასწაულს. მასპინძლები მომღერლებს ტკბილეულით, ხილით უმასპინძლდებოდნენ და აუცილებლად კვერცხს (სიცოცხლის და ნაყოფის სიმბოლოდ) ატანდნენ. ბოლო ათწლეულების მანძილზე „ალილოს“  მომღერალი კაცები ბავშვებმა ჩაანაცვლეს და  ოჯახის ნობათთან ერთად  მასპინძლები მათ ფულსაც ატანენ.

„ალილოს“ ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“ და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი. სადღესასწაულო სიმღერა მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საფუძვლად უდევს წარმართული ჰანგი და “ალილო”, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან).

ალილოს მსგავსი ტრადიცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არსებობს, მაგალითად, ინგლისურენოვან სამყაროში, ეს ტრადიცია tricks and treats-ის ზეიმთან ასოცირდება, რომელიც, გარკვეულწილად, დაკავშირებულია “ჰელოუინთან” და 31 ოქტომბერს ეწყობა. ის შინაარსითა და ფორმით ქართულ „ალილოს“ უახლოვდება, რადგან ამ დროს სამასკარადო კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კალათებით ხელში დადიან კარდაკარ,  მღერიან და მასპინძელს ტკბილეულს სთხოვენ.

 1991 წელს გამოცემულ ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარში გვხვდება  მესხური „ალილოდან“ შემორჩენილია  ტექსტი:

„ალანთასა ბალანთასა,

ჩამოვჰკიდებ კალათასა,

ადგა ქალი, დაძრა ტანი,

დადგა გობი, ზედ საცერი,

ერთი ვთხოვე, ორი მომცა,

ღმერთი მისცემს ბარაქასა“.

“ალილოს“ საქართველოში, როგორც ქართულ ენაზე, ასევე, მეგრულ და სვანურ ენებზე მღერიან.

კახეთში დღემდე არსებობს ,,ალილოს“  ტრადიცია, რაშიც მოძღვარი და მისი მრევლი მონაწილეობენ. ლიტურგიის შემდეგ მოკაზმული ვირის თანხლებით მოძღვარი და მისი მრევლი დადიან კარდაკარ, ასრულებენ „ალილოს“. ხოლო შეგროვებულ ნობათს და ფულს გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებენ.

საქართველოში შობის დღესასწაულისთვის  სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ღორის ხორცი, თუმცა, მას სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ამზადებენ. სამეგრელოში – გოჭს წვავენ აჯიკითა და მარილ-წყლით, ამზადებენ კუპატს ღორის შიგნეულობისა და ხორცისგან. სამეგრელოს საშობაო სუფრის განუყოფელი კერძია ღომი და ელარჯი. ასევე, 6-ში გვიან ღამით აცხობენ საშობაო ღვეზელებს, რომელიც 7 იანვარს უკვე თითქმის ყველა ოჯახშია. საშობაო ღვეზელს ზოგიერთი  ამზადებს ყველით და კვერცხით, ზოგიც ღორის გულ-ღვიძლით.

 კახეთში სუფრაზე მოხარშული ღორის თავ-ფეხი, მუჟუჟი და ღორის მწვადი აქვთ ხოლმე. ასევე კეთდება მრგვლად მოხარშული დედალი ნიორთავას (მარილთან ერთად დანაყული ნიგოზი და ნიორი)  საწებლით. ასეთი საკმაზით ანელებენ მოხარშულ სიმინდსაც, რაც კახური სადღესასწაულო  სუფრისთვის  დამახასიათებელია. კახეთში ჩურჩხელასთან, თაფლთან და ჩირთან ერთად საშობაო მენიუში შედის გოგრაში მომზადებული ტკბილი ფლავი.

მთიანეთი ცნობილია საშობაო ქადებით. მოხევეები ქადისთვის ზელენ საფუვრიან ტკბილ ცომს, რომელსაც კვერცხსა და ერბოს უმატებენ. ცომის მოზელა მთელ რიტუალს წარმოადგენს და მთელი დღე ეთმობა მის სამზადისს. საშობაოდ ქადებს მესხეთ-ჯავახეთშიც აცხობენ, ოღონდ, ნახევრადფენოვანი ცომით. უცნაურ ანალოგიას ვხვდებით ევროპაში, სადაც ერთ-ერთ საშობაო ნამცხვარს სწორედ შტრეიზელით – ჩვენებური ქადის გულით აცხობენ.

ფშავსა და ხევსურეთში არ არსებობს შობა-ახალი წელი ხინკლის გარეშე. ხევსურეთში დღესასწაულთან დაკავშირებით იხდება არაყი, იხარშება ლუდი. ცხვება საახალწლო კვერები, რომლებზეც სხვადასხვა საგანი და ცოცხალი არსებაა გამოსახული (საერთოდ, ეს ტრადიცია მთელ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.). საშობაოდ  კვერი ცხვება, ასევე, მეკვლისთვის.

ქართლში კვერებს ურიგდებათ როგორც ოჯახის წევრებს, ასევე, შინაურ ცხოველებს. ადრე ასეთი ტრადიციაც იყო – ხონჩაზე დადებულ მოხარშულ ღორის თავს შემოუწყობდნენ ბედის კვერებს და სანამ ოჯახი სუფრასთან დასხდებოდა, ოჯახის უფროსი ეზოს შემოატარებდა ხონჩას.

სვანეთში შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ. იკვლება ხბო, ხარი, უმეტესად კი _ ღორი. საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი, ფეტვრა. ამზადებენ გადაზელილ ყველს, ჭვიშტარს. სვანურ საშობაო სუფრაზე საპატიო ადგილი უკავია ხორცეულს. ტრადიციულად, ხარშავენ ხბოს ან დეკეულის ბეჭს, ამზადებენ ღორის კუპატებსა და ზისხორას, რომელიც წარმოადგენს უძველეს სვანურ კერძს. ღორს ისე დაკლავენ, რომ სისხლი არ დაიკარგოს. ნაწლავებს კარგად გარეცხავენ, წვრილ ნაწლავებს კეპავენ, სისხლს გადაწურავენ, აურევენ სანელებლებს, მოხარშავენ და ამ გულსართით გამოტენიან მსხვილ ნაწლავებს.

აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით, ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.

გურიაში შობისთვის საშობაო ღვეზელი ცხვება. ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. ტრადიციის მიხედვით, იმდენ ღვეზელს აცხობენ, რამდენი ოჯახის წევრიცაა სახლში.

გურიაში დიასახლისი 6 იანვარს, გვიან ღამით იწყებს საშობაო ღვეზელის მომზადებას, რომელიც ,,გურული ღვეზელის“ სახელით არის ცნობილი, თავად გურულები კი „ღვეძელს“ უწოდებენ.

გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17 სექტემბერი, 2026

უცნაური საახალწლო მკითხაობა

„საახალწლო“ ირემი საყვარელი გოგონასათვის

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო