დემოკრატი სენატორები თეთრი სახლის მოქმედი ლიდერის გასამართლებას მოითხოვენ, _ ამის შესახებ Twitter სენატორი პატი მიურეი წერს.
მათი განცხადებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმა დონალდ ტრამპმა წაახალისა.
„სასტიკი ბრბო და პრეზიდენტი, რომელმაც ისინი წაახალისა, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მათ აღარ უნდა მივცეთ აღარც ერთი წუთი იმისათვის, რომ დემოკრატიულ პროცესებს შეუშალონ ხელი,“– წერს Twitter-ის გვერდზე სენატორი პატი მიურეი.
ასევე დონალდ ტრამპის გასამართლებას მოითხოვს სენატორი ედ მარკი.
„დონალდ ტრამპი პასუხისმგებელია დღევანდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. ის პირდაპირი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. მას იმპიჩმენტი უნდა გამოვუცხადეთ, პოსტიდან გადავაყენოთ და სამუდამოდ ავუკრძალოთ სახელმწიფო პოსტების დაკავება“, _ წერს სენატორი.




























































