აფხაზეთში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მოედო – ინფორმაციას “აფხაზური ამბები” აფხაზ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაგრაში ხანძარი სანატორიუმ “მოსკოვს” მიუახლოვდა.
ასევე გაგრაში არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ოკუპირებული რეჟიმი ვერ ახერხებს და არც დახმარებას თანხმდება.
უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნიკალური ჯიშის ტყეები იწვის.
წყარო:
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=211571793950814&id=108643077577020
https://www.facebook.com/108643077577020/photos/a.137228824718445/211579900616670/