დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია: აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.
რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს.