მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების 2021 წლის რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია იკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ავრცელებს.
როგორც cnn წერს, იაპონური პასპორტით მსოფლიოს ყველაზე მეტ, 191 ქვეყანაშია მოგზაურობა შესაძლებელი.
რაც შეეხება საქართველოს პასპორტს, ის 51-ე ადგილზეა, ქართული პასპორტით 115 ქვეყანაში მოგზაურობაა უვიზოდ შესაძლებელი.
ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი, ქვეყნების მიხედვით:
1. იაპონია – 191 ქვეყანა;
2. სინგაპური – 190 ქვეყანა;
3. სამხრეთ კორეა და გერმანია – 189 ქვეყანა;
4. იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი – 188 ქვეყანა;
5. დანია და ავსტრალია – 187 ქვეყანა;
6. შვედეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ირლანდია – 186 ქვეყანა;
7. შვეიცარია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, ბელგია, ახალი ზელანდია – 185 ქვეყანა;
8. საბერძნეთი, მალტა, ჩეხეთი, ავსტრალია – 184 ქვეყანა;
9. კანადა – 183 ქვეყანა;
10. უნგრეთი – 181 ქვეყანა.