ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ლანჩხუთში სულ ინფიცირების 1420 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 15 და გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი.