“ივანიშვილი წავიდა და “ქართულ ოცნებაში” მემკვიდრე დატოვა? თუკი საიდანღაც მივდივარ, იქ მემკვიდრეს არ ვტოვებ. ივანიშვილის დატოვებული სიტყვა რომ არა, კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ, რაც კობახიძემ ძალიან კარგად იცის. რიგითი „ქოცისთვის“, რომელიც პარლამენტში ზის, კობახიძე არის მარსიანელი, უცხო სხეული. თუკი ის ივანიშვილის უცხო სხეულს იტანდა, რადგან იქ ივანიშვილი იყო 5-მილიარდითა და თავის დროზე მომგები, ეს არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და თავზე დაასვეს. პარტიის თავმჯდომარედ თუნდაც კალაძე ან გახარია რომ აერჩიათ, ეს ადამიანები ივანიშვილს რაღაცაში, ასიდან ორში მაინც შეეწინააღმდეგებოდნენ. ირაკლი კობახიძე პირდაპირი მონაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენის შეფასების შესახებ საუბრისას გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved