როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, მდინარე რიონის მეჩეჩზე 4 ადამიანი იმყოფება. სამი მამაკაცი და ერთი ქალი.
მათ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს აქვთ ფერმა, სადაც საქონლები ჰყავდათ.
როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, დილით ათ საათზე მოვარდნილმა წყალმა საქონელი დაფანტა. მეჩეჩზე მორჩენილებს აქვთ მობილური ტელეფონი და ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან სამაშველო სამსახურთან.
ადგილზე მუშაობენ ვანისა და სამტრედიის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მეხანძრე-მაშველები.
სამაშველო სამსახური ნავით არის შესული და მიმდინარეობს გამოყვანის სამუშაოები.