ამ წუთებში მერიასთან ისევ იმყოფებიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები, რომლებიც დაპირისპირების მოგვარებასა და მათი უფლებების დაცვას ითხოვენ.
“მთელი ღამე აქ გავატარე, ვიყავი სრულიად სველი და ვარ ახლაც სველი. თუ შეთანხმება შედგა, გიჟი ვარ რომ აქ ტყუილად გავათენე ღამე ? შერიგება და შეათანხმება შედგა რამდენიმე ადამიანთან რომლებიც წამოიყვანეს იქედან და ამის შესახებ უმრავლესობამ არ ვიცოდით. ის ადამიანებიც ვერ დააკმაყოფილეს და აქ იყვნენ მთელი ღამე. ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ვერ გადაწყდა. უნდა შევრიგდეთ და როგორც ვცხოვრობდით გურიაში და გვიყვარდა ერთმანეთი ასე უნდა გაგრძელდეს. უფრო უკეთესად კიდე.ამ საკითხებში უნდა ჩაერიოს მთავრობის წარმომადგენელი, მაგრამ კუჭავა და გუბერნატორი არა. იმედია სწორად გამიგებენ. მთავრობის წარმომადგენელი, სამღვდელოება და მუფთი დაჯდება პირდაპირ ეთერში, დებატებში ორივე მხარის წარმომადგენლებთან ერთად და მოაგვარებს ამ საკითხს”, -გვითხრა რამაზ ჭაღალიძემ.