დიდმა ბრიტანეთმა სამხრეთ ამერიკისგან და პორტუგალიისგან მგზავრებს ჩასვლა აუკრძალა.
როგორც The Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, მიზნად ისახავს ბრაზილიური კორონავირუსის გავრცელების მოხვედრის ხელშეშლას.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა ასევე აიკრძალება არგენტინადან, ვენესულადან, ბოლივიადან და პერუდან. ასევე პორტუგალიადან, რადგან მას მჭიდრო კავშირი აქვს ბრაზილიასთან.
როგორც ცნობილია, ახალი წესები არ გავრცელდება სამშობლოში დაბრუნების მსურველ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, მაგრამ მათ დაბრუნებისთანავე მოუწევთ ოჯახის წევრებთან ერთად იზოლაციაში გადასვლა.