“გურია ნიუსი” ბუკნარის ცენტრში შეკრებილ ადამიანებს ესაუბრა.
როგორც ბუკნარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ხელაძე გვეუბნება, წინასაარჩევნო შეხვედრებსბევრი ადამიან ესწრებოდა, მაგრამ იქ არავინ არავის შეპირებია მეჩეთის აშენებას.
“ჩვენ ვიცით როგორც კი დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენ მაშინვე ვეცადეთ, რომ ეს არ გამძაფრებულიყო. ვინმე მოვიდეს აქ და გვითხრას, რომ მეჩეთის აშენების შესახებ ვინმე რამეს დაჰპირდა. ასეთი რამ არ მომხდარა.
ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მთელ საქართველოში, თითქოს დედა გამორბოდა შვილის დასაცავად. ერთ-ერთ მედიაში ამბობდნენ, მე იმ მუსლიმ დედას ვეთაყვანები, რომელიც საკუთარ შვილს ცავდაო. მოვდნენ აქ და გვიპასუხონ, ვისგან იცავდა”, _ გვითხრა ხელაძემ.