ბუკნარში, ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის შეხვედრა შერიგებით დამთავრდა.
შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
“ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად. ყველა ილოცებს თავის აღმსარებლობის მიხედვით და ეს არ იქნება გაღიზიანების საბაბი. არც აქამდე ყოფილა და ვინც პროვოცირებას ეცდება, ის გამოაშკარავდება“, _ განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ.