ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში.
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, მარინა ცინცაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ პასუხი, სავარაუდოდ, ამ კვირაში იქნება.
„ვერ გეტყვით, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი. ამ კვირაში, სავარაუდოდ, შევხვდებით მერიას ეპიდემიოლოგებთან ერთად და გადავწყვეტთ. ალბათ, ამ კვირაში გვექნება ამაზე პასუხი“,_ გვითხრა ცინცაძემ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბაღების თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს ბაღის თანამშრომლების ტესტირება. გრაფიკი გვაქვს შედგენილი, რომელი ბაღი როდის მივიდეს ტესტის გასაკეთებლად. სავარაუდოდ, 10 დღეში ყველა თანამშრომლის პასუხი გვეცოდინება“,_ გვითხრა ცინცაძემ.