გადმოცემის მიხედვით, საახალწლო ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს.
უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ.
„საეკლესიო წესდებაში არ წერია, რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა, ალბათ, ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა დეკანოზმა.