დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის ვინც გემრიელ ჩაის ამზადებს, სამყაროში ყველაზე მომხიბვლელი ადამიანია.
კვლევაში 2500 ადამიანი მონაწილეობდა და როგორც აღმოჩნდა, ის, თუ როგორი გემოს ჩაის ამზადებთ, ადამიანებს თქვენზე წარმოდგენას უქმნის. თუ უგემრიელესი ჩაის მომზადება შეგიძლიათ, მის თვალში, ვინც ამ ჩაის მიირთმევს, მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი, მიმზიდველი ადამიანი ხართ და უფრო მეტიც, მისი წყალობით შეიძლება თქვენ მიმართ გრძნობებიც კი გაუჩნდეს.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გემრიელი ჩაი შეიძლება რომანტიკული ურთიერთობისთვის ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს. მათივე თქმით, ჩაის შეიძლება სიყვარულის გემო გქონდეს, რადგანაც მის გემოს უნიკალური ძალა აქვს.
როცა ადამიანი იდეალური გემოს მქონე ჩაის გიმზადებთ, მის მიმართ დადებითი ემოციები გიჩნდებათ, თქვენ შორის უხილავი ძაფები ჩნდება და ის თქვენს თვალში მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი ადამიანია.