ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის სამდივნოს შემადგენლობა დაასახელა.
„ქართული ოცნების“ სამდივნოს შემადგენლობა ასეთია:
გენერალური მდივანი – კახა კალაძე;
პოლიტიკური მდივანი – კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება;
საერთაშორისო მდივანი – კახა კუჭავა;
რეგიონალური მდივანი – დიმიტრი სამხარაძე;
აღმასრულებელი მდივანი – მამუკა მდინარაძე.