“მონა”, “მოღალატე” – ამ სიტყვებით დაატოვებინეს აქციის მიმდებარე ტერიტორია აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ბათუმში და თავზე ნაგავი დააყარეს.
ცნობისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიაში მე-6 ნომერი იყო. დეკემბერში კი განაცხადა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შედიოდა და დროებით იჩერებდა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრობას.
დღეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მყოფი ბათუმელები ამტკიცებენ, რომ, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდაა გაცემული და მასში კორუფციულ გარიგებას ხედავენ.