NDI-ს მიერ გამოკითხულთა 82% პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან თანამშრომლობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რათა ახალმა პარლამენტმა მათი ინტერესები გაატაროს.
NDI-მ პარლამენტის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება შეისწავლა. კვლევის თანახმად, კითხვაზე – „იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანის ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთან ითანამშრომლოს“, გამოკითხულთა 82%-მა განაცხადა, რომ ეთანხმება, 9% არ ეთანხმება, ამდენივეს კი პასუხი არ აქვს.
ამასთან, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, 13% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 11%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.