საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას – NDI-ს მიერ გამოკითხულთა 60% პასუხობს, რომ – კარგად. 33% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა, ხოლო შვიდმა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის.
ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია მთავრობის საქმიანობის შეფასება. კითხვაზე – როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, 30-დან 50%-მდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს. ნოემბერთან შედარებით, 64-დან 38%-მდეა შემცირებული უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი. კითხვაზე 11%-მა უპასუხა, რომ არ იცის.