პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული _ ქვეყანა კრიზისშია და ოპოზიციას არავითარი გეგმა არ აქვს.
„ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული. ჩემი ამოცანაა, გითხრათ _ მე არაფერ შუაში ვარ ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო.
ქართველო ხალხო, ერთადერთი მიზანი მაქვს _ გიჟებს მე ვერ გავაჩერებ. მე მაქვს ერთადერთი მიზანი, ცოტა ხანი რომ გაივლის, თქვენთვის მქონდეს სათქმელი, რომ მე ამათ ვაფრთხილებდი, ეს არ მინდოდა, ამაში არ წავყევი, ოპოზიციას რომ შეაგინებთ, ან ხელისუფლებას პარლამენტის განადგურებისთვის, მე არ ვყვებოდე ამ ამბავში“, _ თქვა ხვიჩიამ.