დღეს, 25 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ეპიდვითარების გათვალისწინებით, აღმასკომის წევრებმა სხვდასხვა საკითხის შესახებ ონლაინ რეჟიმში იმსჯელეს.
აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელეს. ძირითადი ცვლილება ლიგა 3-ს და ლიგა 4-ს შეეხო, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი-20. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში გუნდების ინიციატივით ააღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის სეზონში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებს გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა მატჩის ოქმში ფეხბურთელების რაოდენობა და ის კვლავ 20 მოთამაშეს შეადგენს.
ლიგებში მონაწილე გუნდების რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე 2021 წლის სეზონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგების ფორმატის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.