საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატების მესამე და მეოთხე ლიგებში.
კერძოდ, ლიგა 3-ში ნაცვლად 10 გუნდისა, მიმდინარე წლის ახალ სეზონზე 14 გუნდი იასპარეზებს. ეს ნიშნავს, რომ ლიგიდან გავარდნილ ჩოხატაურის “ბახმაროს” და ტყიბულის “მეშახტეს”, შანსი ებოძათ, ისევ მესამე ლიგაში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, დანარჩენთაგან განსხვავებით, დაფინანსება უფრო ცოტა, ლიგა 4-ის ექნებათ.