გურიაში 28 იანვრიდან ნალექს ელოდებიან, თუმცა თებერვალში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 20 გრადუსს გადააჭარბოს,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„28 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე გურიაში უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ღამის ტემპერატურა მატულობს და შესაძლოა 27 იანვარს ღამით +6 გრადუსამდე მოიმატოს. დღის ტემპერატურა +15, +17 გრადუსია ნავარაუდევი. ასევე 27 იანვარს გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 28 იანვარს დილის საათებში ტემპერატურა +15, +16 გრადუსამდე შენარჩუნდება, 4-5 საათის შემდეგ ტემპერატურა დაიკლებს, მაგრამ ისეთი ძლიერი სიცივის შემოჭრა არ არის მოსალოდნელი, როგორიც იყო. ტემპერატურის კლებასთან ერთად მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვლი. ნალექი შენარჩუნდება 31 იანვრის პირველ ნახევრამდე. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს“,_ გვითხრა გვაზავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ თებერვალი თბილად დაიწყება.
„თებერვალი იწყება თბილად. ღამის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. დღის ტემპერატურამ, შესაძლოა, 20 გრადუსსაც გადააჭარბოს“,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.
მისივე თქმით, სეზონური პროგნოზის მიხედვით, საქართველოში თბილი ზამთარი გამოვიდა, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში.