ჩოხატაურში სწავლის განსაახლებლად მზადება მიმდინარეობს.
რამდენად მზად არიან სასწავლო დაწესებულებები მოსწავლეების მისაღებად_ ამის დასადგენად ჩოხატაურში სკოლების შემოწმება იწყება.
როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტეს, სკოლების შემოწმებისას ყურადღება მიექცევა ეპიდვითარებიდან გამომდინარე დადგენილი სპეციალური რეგულაციების დაცვას.
ამ დროისთვის კი სამებისა და შუა განახლების სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეების მშობლებს კოვიდტესტირება უტარდებათ.