ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გასულ 24 საათში ლანჩხუთში კორონავირუსზე 146 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
„ჩატარებული ტესტებიდან დადასტურდა ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა. სულ ლანჩხუთში დადაასტურებულია კორონავირუსის 1476 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1370, გარდაცვლილია 15. აქტიურია 91 შემთხვევა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.