ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ამ დროისთვის, ოზურგეთში სულ ინფიცირების 2701 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2541 ადამიანი, გარდაცვლილია 23.
აქტიური 137 შემთხვევიდან 29 სტაციონარშია მკურნალობაზე, 36 საკარანტინე სივრცეში, 72 კი ბინაში.
თვითიზოლაციაში კი ამ დროისთვის 61 ადამიანი იმყოფება.