არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია „მოქალაქეებთან” მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა.
„გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან”, რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა – გავაფორმეთ დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენს მიერ საჯაროდ გაცხადებული პირობა საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპზე. ეს რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და შეუძლიათ შეთანხმებას მათაც მოწერონ ხელი და პარლამენტში შემოვიდნენ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „მოქალაქეების” წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.