COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მოგზაურობის შეზღუდვების გამო, გლობალური ტურიზმის სექტორმა 2020 წელს 1,3 ტრილიონი დოლარი იზარალა. აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) აქვეყნებს.
როგორც unionesarda წერს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციში აცხადებენ, რომ ეს ციფრი “თერთმეტჯერ მეტია, ვიდრე 2009 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირდა.
„2020 წელს დაკარგული შემოსავალი 11-ჯერ აღემატებოდა 2009 წელს გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირებულ ზარალს. 2020 წელს საერთაშორისო ტურისტების ჩასვლის რიცხვი 1 მილიარდით, ანუ 74%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფისთვის, ჩვენ ვიცით, რომ კრიზისი დასრულებისგან ჯერ შორსაა“, – ნათქვამია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ტურისტების ჩასვლის მაჩვენებელი 84%-ით შემცირდა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში 75%-ით, ევროპაში 770% -ით, ხოლო ამერიკაში 69%-ით.
გაეროს სააგენტოს ცნობით, ტურიზმის სექტორში 100 – დან 120 მილიონამდე სამუშაო ადგილი არის რისკის ქვეშ.