საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
დეკანოზი აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
„ბევრი ზარია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, იგი არც კორონათი დაავადებულა“, _ აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.