ანტრაქტიდაზე, გიგანტური აისბერგი A68a, რომლის ფართობიც 5800 კვ. კილომეტრს შეადგენს, მალე დაიშლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს
როგორც ტელეკომპანია წერს, სატელიტურ ფოტოებზე მკვეთრად ჩანს გიგანტური ბზარი, რომელიც A68a-ს ორ ნაწილად ყოფს. ამ დროისათვის აისბერგი სამხრეთ ჯორჯიის სანაპიროდან 135 კილომეტრში ფიქსირდება. აღნიშნული A68a, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ აისბერგად ითვლებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ხანებში აისბერგი ორად გაიხლიჩება. მისი ფართობი კი უელსის საერთო ფართობის მეოთხედია.