ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერი აბუ იასირი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ISIS- ის 43 წლის მეთაური, ჯაბბარ სალმან ალი ფარჰან ალ-ისავი(აბუ იასირი) ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კერკუკთან, აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშს ემსხვერპლა.
როგორც The New York Times წერს, ავიაიერიშის შედეგად კიდევ 9 ტერორისტია მოკლული. ამერიკელებთან ერთად, ოპერაციაში ერაყის უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობდა.
ასევე გამოცემა, წერს, რომ კოალიციის სპიკერმა, პოლკოვნიკმა უეინ მაროტომ განაცხადა, რომ აბუ იასირის გარდაცვალება, ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებების მცდელობებზე მნიშვნელოვანი დარტყმაა
გამოცემა The New York Times, ასევე წერს, რომ ექსპერტების ინფორმაციით, ISIS ლიდერი ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებების კოორდინატორი იყო.