ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.