დღესაც ძალაშია ის კომპრომისული წინადადება, რომელიც გულისხმობს ან რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას, ან მოსახლეობისთვის კითხვის დასმა – უნდა თუ არა მოსახლეობას, რომ 2022 წელს ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„დღესაც ძალაშია ის კომპრომისული წინადადება, რომელიც გულისხმობს ან რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას, ან მოსახლეობისთვის კითხვის დასმა – უნდა თუ არა მოსახლეობას, რომ 2022 წელს ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს. თუ მოსახლეობა იტყვის, რომ არ სურს, ჩვენ, ოპოზიციამ, ეს შედეგი უნდა ავიღოთ, როგორც დაკვეთა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.