cნიკა გვარამიას, სასამართლოში სიარული ყოველი კვირის ოთხშაბათს მოუწევს. მოსამართლემ დღეს სხდომების გრაფიკი გაწერა.
ნიკა გვარამიამ დღევანდელ სასამართლოზე მოსამართლეს მიმართა და იმ ვითარების შესახებ ისაუბრა რომელიც თეა წულუკიანის გამოსვლას მოჰყვა.
ჩემი ტელეფონი გაუჩერებელია, ეს უკვე პირადი დევნაა – მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება მოსამართლის პოზიციას. როგორც ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, არ აქვს ინფორმაცია საჯაროდ გამჟღავნებულ პირად ნომერზე და პოლიტიკური პროცესებიდანაც შორს არის:
შორს ვარ პოლიტიკური პროცესებისგან და ამაში დაგარწმუნებთ ჩემი მონაწილეობა მოცემული საქმის განხილვაში – განაცხადა ჩხიკვაძემ.
წყარო: მთავარიტვ