https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პოლიტპატიმრების რეაბილიტაცია და პროკურატურის ათწლიანი მიკერძოებული პოზიცია “ყინწვისის საქმეზე“

17:02; 2.02.2021
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ყოფილი პოლიტპატიმრის მიმართ გამამართლებული განაჩენი გამოიტანა.

საქმეში არსებული უხეში და თვალსაჩინო დარღვევების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, გამოძიებაში არსებული ცხადი პოლიტიკური მოტივების გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო ინიციატორი, ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილე პირებს მინიჭებოდათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, რაც 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილა.

შემდეგ წლებში, ამ საქმეში მსჯავრდებულ პირთა მიმართ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულები კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა (სამწუხაროდ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტიც) ბოლომდე იცავდა 2012 წლამდე არსებითი დარღვევებით, დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიღებული ჩვენებებით ჩატარებული გამოძიების პოზიციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სააპელაციო სასამართლოს ე. წ. “ყინწვისის საქმის“ მონაწილე 12 პირის  მიმართ განაჩენის გადასინჯვის  და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით 2018 წელს მიმართა.

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ადამიანის უფლებათა ცენტრის მრავალწლიანი შრომის შედეგი, რითაც ყინწვისის საქმის მონაწილე 12 პირის სამართლებრივი რეაბილიტაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

საქმის ისტორია

2011 წლის 26 მაისს, დილით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე  შსს-ს თანამშრომლებმა 24 მოქალაქე დააკავეს. დაკავებისას და შემდეგაც, დაკავებულების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა გახორციელდა. დაკავების  მიზეზად დასახელდა შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად. სპეცოპერაცია ფართოდ გაშუქდა ტელევიზიებით და გავრცელდა, თითქოსდა, სპეცოპერაციის დროს ამოღებული იარაღის ვიდეოკადრები. შსს-ს მაღალჩინოსნები სიუჟეტებში აცხადებდნენ, რომ დაკავებულები ამზადებდნენ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას.

შემაშფოთებელი იყო ე. წ. ყინწვისის საქმის შემდგომი განვითარება. კერძოდ, ყინწვისის სპეცოპერაციის შესახებ შსს-ს საიტზე – www.police.ge თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს-ს თანამშრომლებმა ყინწვისში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება 24 კაცის შემადგენლობით და ბრალდებულებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. ცოტა ხანში ასეთი შინაარსის ინფორმაცია შსს-ს საიტიდან გაქრა, ხოლო პროკურატურა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ უარყოფს ყინწვისის სპეცოპერაციას. კერძოდ, სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყინწვისში არავითარი სპეცოპერაცია არ ყოფილა და ბრალდებულებიც არა ყინწვისში, არამედ თბილისში დააკავეს. თავის დროზე, ამ გარემოებითაც დადგა 24 პირის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი, საიდანაც ოჯახის წევრების მიმართ მუქარისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით 22 პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო 2 პირი სასამართლოზე არსებითი განხილვით გაასამართლეს.

სისხლის სამართლის საქმის მასალებში „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ლიდერის, ნიკოლოზ გოგუაძისა და სხვა ბრალდებულების დაკავების ვადის ათვლა დაწყებულია არა ყინწვისში დაკავების მომენტიდან, არამედ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიყვანიდან. საქმის მასალების შესწავლისას იკვეთება ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ნიკოლოზ გოგუაძე და სხვა ბრალდებულები მართლაც ყინწვისში დააკავეს, ოღონდ სპეცოპერაცია სერიოზული დარღვევებით ჩატარდა – ისე, რომ ადგილზე არც შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია არ შეუდგენიათ. ეს საბუთები პოლიციამ მეორე დღეს – 27 მაისს თბილისში შეადგინა და სიტუაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს მათი დაკავება მოხდა ამ დროს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ 24 ადამიანი ყინწვისიდან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იძულებით კი არ მიიყვანეს, არამედ საკუთარი სურვილით მივიდა „მოწმის სტატუსით“.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს იარაღის მთელი არსენალი ჰქონდათ და შეიარაღებულ გადატრიალებას ამზადებდნენ. სასამართლოზე წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით კი, 24 დაკავებულს შორის იარაღი მხოლოდ ერთს – ყოფილ პოლიციელ მიხეილ ცილიკაშვილს აღმოაჩნდა. იგი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი იყო და კანონმდებლობის თანახმად, ტაბელური იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა. სასამართლო პროცესზე საქმეში სხვა არანაირი იარაღი არ ფიგურირებდა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე პასუხი ვერ გასცა კითხვას: თუკი ბრალდებულებს იარაღი არ ჰქონდათ, როგორ აპირებდნენ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას. დაკავებულებს აღენიშნებოდათ სხეულის მძიმე დაზიანებები, განსაკუთრებით – ნიკოლოზ გოგუაძეს, რომელიც იყო ნაცემი და ნაწამები. ეს კარგად ჩანს იმ აღიარებით ვიდეოჩვენებაშიც, რომელიც ოპერატიულად გაავრცელეს ნაციონალურმა მაუწყებლებმა.

ნიკოლოზ გოგუაძე დაკავებისას

ნიკოლოზ გოგუაძეს 26 მაისის ღამის 12 საათიდან, 27 მაისის დილის 6.10 საათამდე კითხავდნენ. 6.12 წუთზე კი გამომძიებელმა იგი ბრალდებულის სტატუსით დააკავა. მანამდე იმავე გამომძიებელმა თვითონვე დააფიქსირა, რომ დაკავებულს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახესა და სხეულზე, ასევე – მენჯის დაზიანება. სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ გოგუაძის ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ გამომძიებელს ჰკითხა, რატომ დაკითხა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი. პასუხად მიიღო, რომ დაკითხვის პროცესში მას დაზიანებები არ ეტყობოდა. არადა, დაკითხვამდე ოქმში თავად აქვს დაფიქსირებული ეს დაზიანებები.

შემაშფოთებელია, რომ გოგუაძის გარდა, სხეულის დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდათ სხვებსაც. საბოლოო ჯამში, გოგუაძისა და კეშელავას გარდა, ყველა დაკავებულმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუმცა, ამის მიუხედავად, ადვოკატების თქმით, განსაკუთრებული შეღავათი არც ერთს არ უგრძვნია – დამატებით სასჯელად პირობითი მსჯავრი ყველას შეეფარდა, ერთს – სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, უმრავლესობას კი – 4, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2011 წლის 12 აგვისტოს ნიკოლოზ გოგუაძისა და ოლეგ კეშელავას სასამართლო პროცესიც დასრულდა. გოგუაძეს ორი ბრალდების – შეთქმულების მოწყობისა და იარაღის უკანონოდ ტარების  საფუძველზე, 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ კეშელავას კი _ 8 წლით.

ე. წ. “ყინწვისის საქმის“ მონაწილე 24-ვე პიროვნება 2013 წლის იანვრის თვეში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურაში ორ დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება. ერთი დეპარტამენტი იძიებდა დაკავებულების მიმართ გახორციელებულ ცემა-წამებასთან დაკავშირებულ საქმეს, ხოლო ახალი დეპარტამენტი – უკანონო განაჩენის გადასინჯვაზე.

აღსანიშნავია რომ, 2020 წლის 27 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე: „ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ საქართველოს ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლის დარღვევა დაუდგინა, ვინაიდან მომჩივანი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა და ამავდროულად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ფაქტზე ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარება.

მოცემულ საქმეში, ასევე, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, გამოძიება, რომელიც 2011 წლის ივნისში დაიწყო, თითქმის 8 წლის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა. ამ პერიოდში საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება რამდენიმეწლიანი სრული უმოქმედობით ხასიათდებოდა. საქმეში ადამიანის უფლებათა არსებითი დარღვევების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, აპლიკანტთა სასარგებლოდ 10 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

2015 წლიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, პროკურატურა „ყინწვისის საქმის“ მონაწილე არც ერთ პირს არ ანიჭებდა დაზარალებულის სტატუსს. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს არც სასამართლოსთვის მიუმართავს, ყოფილი პოლიტპატიმრების მიმართ დამდგარი უკანონო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. უფრო მეტიც, სასამართლო პროცესებზე პროკურატურის მხარეს წარმოადგენდა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი, რომელიც პროცესის მიმდინარეობისას თვეების განმავლობაში მხარს უჭერდა ძველ ბრალდებას და განმარტავდა, რომ ელოდება მოსამართლის გადაწყვეტილებას. ეს ფაქტი თავისთავად მიანიშნებს ინტერესთა კონფლიქტზე, როდესაც ერთი მხრივ, ახალ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება ე. წ. “ყინწვისის საქმის“ პოლიტპატიმრების განცხადების საფუძველზე და მეორე მხრივ, ახალი დეპარტამენტის პროკურორი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დიდი ხნის განმავლობაში იცავდა ძველ ბრალდებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც წარმოადგენს დაცვის მხარეს, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, წლების განმავლობაში, მოუწოდებდა პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა არა მხოლოდ საქმის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის მონაწილე 12 ყოფილი პოლიტპატიმრისთვის, არამედ ამ საქმის 24-ვე ფიგურანტისთვის, რადგან ყველას მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა თავდაპირველი სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ეს მოწოდება საქართველოს პროკურატურამ ნაწილობრივ მხოლოდ მას შემდეგ გაითვალისწინა, რაც სააპელაციო სასამართლოში პროცესის შემაჯამებელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარუდგინეს სასამართლოს და ცხადი გახდა, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, პროკურატურა ამ პროცესს წააგებდა. შესაბამისად, დაცვის მხარის ადვოკატის _ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მიერ წარდგენილი დასკვნითი სიტყვის (2020 წ. ნოემბერი) შემდგომ, პროკურატურამ ამ პროცესის მონაწილე 12 პირს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი და უარი თქვა სასამართლოში ძველი ბრალდების მხარდაჭერაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი თვლის, რომ გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მხრიდან საქმის ფიგურანტი 12 ყოფილი პოლიტპატიმრისთვის ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დაგვიანებული, მაგრამ მათი სამართლებრივი რეაბილიტაციისთვის სასარგებლო შედეგია.

„სასამართლო პროცესის ბოლო სტადიაზე პროკურატურის პოზიციის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ მოუწოდებს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი საქმეზე გასამართლებულ სხვა 12 პირსაც. ასევე, დროულად და ეფექტიანად წარმართოს გამოძიება, რაც ერთი მხრივ, ნიშნავს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, მეორე მხრივ კი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის მონაწილეთა გამოვლენას და პასუხისგებაში მიცემას“, _ აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13 სექტემბერი, 2026

გიგი უგულავა: "ყოფილმა “გირჩმა“, აწ უკვე “ქლიავების პარტიამ“ „ოცნებას“ მოუწოდა..."

სროლას FBI-ის აგენტები ემსხვერპლნენ, არიან დაჭრილებიც

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო